არქეოლოგებმა ლაზერის დახმარებით პომპეიში აღადგინებს ერთ-ერთი ულამაზეს ფრესკა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის 79 წელს ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, საუკუნეების განმავლობაში ფერფლის ქვეშ იყო დამალული.
ნაგებობა, რომლის კედელზეც არის ფრესკა გამოსახული, 1913-1914 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, სახლი სავარაუდოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 საუკუნეში აშენდა და იგი ადგილობრივი მოსამართლის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა.
რესტავრირებული ფრესკა მდიდრული ვილის უკანა მხარეს ამშვენებდა და შესრულებულია ძველი რომაული მხატვრობის სტილში.
ფრესკაზე გარეული ცხოველების ნადირობის სცენაა გამოსახული.
პომპეის არქეოლოგიური პარკის დირექტორის განცხადებით, კედლების ფრესკებით მოხატვის პრაქტია ფართოდ იყო დანერგილი პომპეიში იგი მიზნად ისახავდა როგორც მშვიდი ატმოსფეროს შექმნას, ასევე სივრცის ვიზუალურ გაფართებას.
ძველი რომაული ქალაქი პომპეი, ნეაპოლთან ახლოს მდებარეობს. 79 წელს ის ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ განადგურდა. საუკუნეების განმავლობაში ქალაქი ფერფლით იყო დაფარული. პირველად ის აღმოაჩინეს 1592 წელს, თუმცა გათხრები მხოლოდ 1748 წელს დაიწყო. ამჟამად პომპეი მუზეუმია ღია ცის ქვეშ, სადაც გათხრები დღემდე მიმდინარეობს.