ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიის ძალისხმევით იყალთოს 1000-მდე ოჯახს საშუალება ექნება ბუნებრივი გაზით ისარგებლოს. თელავის რაიონის სოფელ იყალთოში პირველი გაზი ნოდარ ბოტკოველის ოჯახში აინთო.
იყალთოს ნაწილობრივ გაზიფიცირებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი დაესწრნენ.
"თელავის რაიონის 80 % გაზიფიცირება უკვე დასრულებულია და დარჩენილი 20 % ის გაზიფიცირებაც 2012 წლის ბოლომდე დასრულდება", _ ამის შესახებ განცხადებას "ვისოლი-გაზში" აკეთებენ.
სოფელ იყალთოს გაზიფიცირებისათვის "ვისოლი-გაზის" სადისტრიბუციო კომპანია 60 ათასი ლარის ინვესტიცია განახორციელა. თითოეულ აბონენტს გაზის ოჯახში მიყვანა დაახლოებით 270 ლარი უჯდება.
იყალთოს მოსახლეობას, რომელსაც ბუნებრივი გაზი არასოდეს ჰქონია, საშუალება ექნებათ ზამთარს მომზადებულნი შეხვდნენ და ეკონომიური გაზით ისარგებლონ. თუ აქამდე მოსახლეობას ყოველთვიურად გაზით მომარაგება 50 ლარამდე უჯდებოდა, მათი განცხადებით, ეს ხარჯი 25 ლარამდე შემცირდა.