თუ სომხეთის მთავრობა გვთხოვს რუსეთის ჯარის ჩარევა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტში ალბათ იქნება - ეს განცხადება რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ გააკეთა კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რამდენად შესაძლებლად მიიჩნევს იგი მთიან ყარაბაღში ცეცხლის გახსნის შემთხვევაში სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენელთა ჩარევას კონფლიქტში.
მისივე თქმით, მართალია ასეთი რამ მას ნაკლებსავაუდოდ მიაჩნია, თუმცა თუ ასეთი რამ მოხდა ყველაფერი სომხეთის მთავრობაზე იქნება დამოკიდებული.
"მათ რომ დახმარება მოითხოვონ, სრულიად შესაძლებელია, რომ ამგვარი მოქმედებები მართლაც განხორციელდეს ძალით მშვიდობის დამყარების ფარგლებში. ამასთან ერთად ეს მოქმედებები მიმართული იქნება მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ. ყარაბაღის კონფლიქტის დროს უკვე დაიღუპა 25 ათასი ადამიანი", _ აცხადებს ჟირინოვსკი და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ყოველივე ამის გათვალისწინებით ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის გზის პოვნა ძალიან რთული იქნება.