ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ, რომელიც ოპოზიციის აქციაზე იმყოფება, განაცხადა, რომ ნიკა მელია ვაჟკაცია და ის გირაოს არ გადაიხდის.
"გუშინ პროკურორის გამოსვლა სამარცხვინო იყო. გირაოს გადაუხდელობის გამო დაიჭირეს ნიკა და ახლა სთხოვენ პატიმარს, გადაიხადე და გამოგიშვებთო. ნიკა ვაჟკაცია, ის ამას არასოდეს გააკეთებს. ის თავისი პრინციპების ერთგული და უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლია. ამ მთავრობას ჭკუა არ აქვს, არავინ ჰყავს ნათელი წეტილი, ერთადერთი გახარია იყო და ისიც წავიდა მაგათგან, ბოღმა ახრჩობთ ახლა. მათ ნიკა ჯობია ყველაფერში, კაცობაში, საქართველოს სიყვარულში და ვაჟკაცობაში",- განაცხადა ანზორ მელიამ.