საქართველოში COVID-19-ის 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან 320 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 270 137 შემთხვევა, მათ შორის 264 047 გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 3 485-ია.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25 436 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 17 311, პისიარტესტი – 8 125.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1,32 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,2 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,03 პროცენტი.