"საქართველოს რკინიგზა" ფუნქციონირებას 2 დღეში განაახლებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.
მისი თქმით, "საქართველოს რკინიგზას" გარკვეული მომზადება დასჭირდა, ამიტომ ორ დღეში უკვე განაახლებს მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს.