ჰიპერმარკეტ "გუდვილში" თევზის დღეები მიმდინარეობს. დღეს, 30 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ჰიპერმარკეტის თევზის საამქროში მედიატური მოეწყობა.
კომპანია "გუდვილში" სპეციალური მოწვევით ბალტიისპირელი ექსპერტი,
თევზის პროდუქტის ტექნოლოგი ლუდმილა ავლტინე ახალ ტექნოლოგიებს ნერგავს.
გუდვილის თანამშრომლები უკვე ერთი თვეა, თევზეულის მომზადების თანამედროვე წესებს სწავლობენ.
მედიის წარმომადგენლები "გუდვილის" თევზის საამქროს ეწვევიან. საამქროს დათვალიერების შემდეგ, ჰიპერმარკეტის სავაჭრო დარბაზში მოეწყობა დეგუსტაცია. ბალტიისპირელი ექსპერტი მედიის თანდასწრებით, მოამზადებს კერძებს და სტუმრებს დააგემოვნებინებს. დეგუსტაცია-პრეზენტაცია მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მასში მონაწილეობა ყველა მომხმარებელს შეეძლება.