დღეს, 30 ოქტომბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში "შოთაობა" აღინიშნება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს, ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ თბილისიდან და რეგიონიდან მიწვეული სტუმრები, პოეტები, საზოგადო მოღვაწეები და სოფელ იყალთოს მაცხოვრებლები.
"შოთაობა" იყალთოს აკადემიაში, სადაც შოთა რუსთაველმა განათლება მიიღო, 47 წელია აღინიშნება.