შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ნომინირებული ლინდა თომას-გრინფილდი გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დაამტკიცა.
თომას-გრინფილდის კანდიდატურას 78 სენატორი მიემხრო, 20 კი წინააღმდეგ წავიდა.
ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურის დამტკიცებიდან რამდენიმე დღეში, 1-ელ მარტს ამერიკის შეერთებული შტატები გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას გადაიბარებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ თომას-გრინფილდის დამტკიცება "კიდევ ერთხელ ადასტურებს პრეზიდენტ ბაიდენის ვალდებულებას, მსოფლიო ასპარეზზე აღადგინოს და გააფართოოს ამერიკის ლიდერობა".