საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 447-ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი.