პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, კარვის გაშლის მცდელობისას პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.
საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის იუბელესთან დაკავშირებით, პარლამენტის წინ სიმბოლური აქცია გუშინ დაიგეგმა, ნიშნად იმისა, რომ ქვეყანაში შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლება კვლავ ირღვევა.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიღებული კონსტიტუცია ითვალისწინებდა შეკრების თავისუფლებას. სწორედ ამ უფლების ფარგლებში ცდილობდნენ ისინი პარლამენტთან კარვის გაშლას, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს.
მოგვიანებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორი ჩალაძემ პარლამენტთან საბავშვო კარავი გაშალა, რომელზედაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ფოტო მიამაგრა.