Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის - ახალი კვლევა. ახალი კვლევის შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა. კვლევა ისრაელში Sheba Medical Center-ში ჩატარდა.
ახალი კვლევის შედგების მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისთვის და ეფექტიანობა, დაახლოებით, 85%-ია.
ამასთანავე, ახალი კვევის შედეგების მიხედევით, გამოცემა წერს, რომ BioNTech/Pfizer კოვიდ-ვაქცინის შენახვა/ტრანსპორტირებისთვის აღარ არის აუცილებელი -80 გრადუსი ცელსიუსის სიცივის ჯაჭვი. პრეპარატი, დაახლოებით, 2 კვირის განმავლობაში კარგად ინახება -15-იდან -25-მდე გრადუს ცელსიუსზე.
შეგახსენებთ, რომ BioNTech/Pfizer კოვიდ-ვაქცინა არის პირველი პრეპარატი, რომელმაც როგორც ამერიკელი მარეგულირებლის, ასევე, ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია მოიპოვა.