პარლამენტთან მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს. ამის შესახებ "რუსთავი 2- ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აქტივისტებს დაკავებისას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. ხაბეიშვილის თქმით, ერთ-ერთ აქტივისტს ნეკნები აქვს დაზიანებული.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ვითარება კვლავ დაძაბულია. დაპირისპირება სამართალდამცველებსა აქტივისტებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა აქტივისტებთან ერთად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვის გაშლა ცადა.