18 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3021 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 3.3044 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9837 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9871 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4754 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.5988 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 19 თებერვალიდან შევა ძალაში.