ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული დავით კირკიტაძე აზერბაიჯანული კომპანიის "ბათალს ქონთრაქშენის" დირექტორთან ერთად რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლას ესტუმრა.
საწარმოს დირექტორმა ნათიკ ახმედოვმა სკოლას 80 სასკოლო მერხი გადასცა.
ნათიკ ახმედოვის განცხადებით, მისი კომპანია ალიევის ფონდის პარტნიორი ორგანიზაციაა და მსგავს აქციებს ხშირად აწყობს.
მისივე თქმით, შეისწავლიან ქვემო ქართლის რეგიონის სკოლების საჭიროებებს და უახლოეს მომავალში მათთვის დახმარების გაწევა იგეგმება.
სასკოლო ინვენტარი, რომელიც რუსთავის მეშვიდე საჯარო სკოლას გადაეცა "ბათალს ქონთრაქშენის" მარნეულის ქარხანაში დამზადდა.