"საქართველოს სამეფო სახლის" მეთაური დავით ბაგრატიონ-მუხრანელი მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება სამეფო სახლის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
"მთავრობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების გამო, გამოვთქვამ ჩემს უკმაყოფილებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ მიღებული გადაწყვეტიოლების გამო. მოვუწოდებ პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ მოლაპარაკებაში რომ პროცესებმა ქუჩიდან და სასამართლოდან გადაინაცვლოს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენი საყვრელი სამშობლოს საერთაშორიო იზოლაცია.
საქართველო გვეკუთვნის ჩვენ ყველას, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების, წარმოშობისა და სარწმუნოებისა”, - ნათქვამია განცხადებაში.