დევნილების და გარემოვაჭრეების მომდევნო აქცია 2 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის წინ გაიმართება. ამის შესახებ დღეს, საკრებულოს წინ გამართულ მიტინგზე, "კონსერავტორების" ერთ-ერთმა ლიდერმა და აქციების ორგანიზატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2 ნოემბრის აქციაზე უფრო მეტი ადამიანი უნდა მივიდეს, იმისათვის, რომ დევნილების და გარემოვაჭრეების მოთხოვნების დაკმაყოფლიება მოხდეს.
"მოვუწოდებ ყველა დევნილს, გარემოვაჭრეს, მცირე მეწარმეს დავდგეთ ერთად და გავიმარჯვებთ", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეები თბილისში გარევაჭრობის წესის დადგენას, დაკანონებას მოითხოვენ, ხოლო დევნილები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას და საკუთრებაში გადაცემას თბილისში ითხოვენ.