ვერ დაიფარავს მათი ზურგები, ტყუილად ებღაუჭებიან, ტყუილად უვარდებიან კალთაში, ვერანაირი კასრები და შეშები სამართლის აღსრულების პროცესს ვერ შეაჩერებს", - განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
როგორც ჟურნალისტებს სუბარმა განუცხადა, კანონი ყველასთვის კანონია და ყველა უნდა დაემორჩილოს.
"შემიძლია, ნიკა მელიას ვურჩიო – ნუ ეშინია. კარგი იქნებოდა, სასამართლოში დღესაც მისულიყო და ემტკიცებინა, რამდენად მართებული იყო მის მიმართ ის, რაც პროკურატურამ მოითხოვა. ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და ეს ზედმეტი კუნთების თამაში, რასაც ზოგიერთი ოპოზიციონერი აკეთებს და განსაკუთრებით, ოპოზიციონერი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომელიც აქეზებს ადამიანს, თვითონ ვერ ბედავს საქართველოში ჩამოსვლას და სხვებს აქეზებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს და შევიდნენ ციხეში. ეს მისი მხრიდან ღირსეული საქციელი არ არის, თუმცა, ღირსეული საქციელი არც მახსენდება სააკაშვილის მხრიდან. ვერც გავრილოვი, ვერც ჟირინოვსკი, ვერც ზიუგანოვი და ვერც ვერავინ ზურგს ვერ ამოეფარება იმ ადამიანს, რომელიც სამართალს და კანონს გაურბის. ვერ დაიფარავს მათი ზურგები, ტყუილად ებღაუჭებიან, ტყუილად უვარდებიან კალთაში, ვერანაირი კასრები და შეშები სამართლის აღსრულების პროცესს ვერ შეაჩერებს", - განაცხადა სუბარმა.