თბილისის საკრებულოს წინ, დევნილების, გარემოვაჭრეების და მცირე მეწარმეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები "კონსრვატორი" ლაშა ჩხარტიშვილი და "ხალხის პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე შალამბერიძე არიან.
მომიტინგეებს კვლავ იგივე მოთხოვნები აქვთ - თბილისში გარევაჭრობის წესის მოწესრიგება, დაკანონება და დვნილებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა თბილისის ნებისმიერ უბანში, საკუთრებაში გადაცემით.
ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, დღეს საკრებულოს უნდა განეხილა მათ მიერ ინიცირებული პროექტი, რომელსაც თან 3000-ზე მეტი ხელმოწერა ერთვოდა, თუმცა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის განმარტებით, თბილისის საკრებულომ მათი ინიციატივის განხილვა იმ მიზეზით არ შეიტანა დღის წერიგში, რომ "ხელმომწერების უმრავლესობა ართბილისელ მოსახლეობას ეკუთვნის".
"ეს არის ადამიანების უფლებების დარღვევა. ჩვენ საკრებულოს ვთხოვდით დევნილების და გარემოვაჭრეების პრობლემების მოგვარებას, თუმცა ამ ორგანოში 39 "ნაციონალი" ზის, რომლებიც ორი ადამიანის ყურმოჭრილი მონები არიან - სააკაშვილის და უგულავასი. როგორც ქვეყანაშია ერთპიროვნული მმართველობა, ასევეა თბილისშიც - უგულავაა თბილისის ერთპიროვნული მმართველი. მოვუწოდებთ უგულავას, დევნილებს გამოუყოს თბილისის მერის კუთვნილებაში მყოფი საცხოვრებელი ფართები და მოაწესრიგოს და დააკანონოს გარევაჭრობის წეის, ისე როგორც ეს არის ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში", - განაცხადა ჩხარტიშვილმა.
მანვე, საკრებულოს მოუწოდა არ დაამტკიცოს თბილისის მერიის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერის თავიდან გამოცხადებას ითვალისწინებს.
"ამას მოჰყვება უამრავი მძროლის უმუშევრად დარჩენა", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.