15 თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.
✅ დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
✅ გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება.
✅ დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
? 18 წლიდან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე;
? გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;
? ფიზიკური ჯანმრთელობა;
? მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია;
? ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას;
? გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.
✅ რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე : http://workabroad.moh.gov.ge/
✅ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს facebook გვერდს ან დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 1505.
✅ დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.