30 ოქტომბერს, პოლიტიკურ პატიმართა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, „ადამიანის უფლებათა ცენტრი", უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის წევრებთან, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე აქტივისტებთან და პოლიტიკურ პატიმართა ოჯახის წევრებთან ერთად, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გამართავს.
აქციის მონაწილენი სოლიდარობას გამოუცხადებენ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულ, ან ზეწოლის ქვეშ მყოფ ადამიანებს და მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას მათი გათავისუფლებისკენ.
30 ოქტომბერი პოლიტიკური რეპრესეიების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. აღნიშნულ დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებულთა და რეპრესირებულთა მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.
აქცია საქართველოს პარლამენტის წინ 30 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.