დღეიდან, 15 თებერვლიდან კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების ახალი ეტაპი ამოქმედდება.
კერძოდ, 15 თებერვლიდან - მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ. ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება.
სკოლის ტერიტორიაზე, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარება აუცილებელი იქნება.
იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შუძლიათ პირბადის ტარება, შესაძლებლობა ეძლევა სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს.
სასწავლო პროცესთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს რეკომენდაციები იხილეთ ბმულზე.
15 თებერვლიდან, კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა;
მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.
ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.