თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოსწავლეები დღეიდან საკლასო ოთახებს უბრუნდებიან. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სასწავლო პროცესი ახალი წესების დაცვით აღდგა.
მე-5 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, ბავშვებისთვის პირბადის ტარება სავალდებულოა, რაც შეეხებათ დაბალი კლასის მოსწავლეებს, პირბადის ტარება მათთვის ნებაყოფლობითია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლა უზრუნველყოფილია ხელის სადეზინფექციო ხსნარებით, დეზობარიერებითა და თერმოსკრინინგის აპარატებით.
მსურველთა ნაწილი სასწავლო პროცესს კვლავაც დისტანციურად განაგრძობს.