საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაცია ზრდასრულთა ქართველი განმანათლებლის ანასტასია თუმანიშვილის სახელობის პრიზით დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს.
ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
პრიზი "ანასტასია" 2010 წელს საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციამ დააწესა. იგი ყოველწლიურად გადაეცემა "სწავლა სიბერემდე" იდეის განვითარებისა და ზრდასრულთა განათლებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ერთ პიროვნებასა და ერთ ორგანიზაციას. პრიზი ბრინჯაოს ქანდაკებაა, რომლის ავტორია მოქანდაკე ირაკლი წულაძე.
პირველი პრიზები ჯობს.გე-ს დამფუძნებელსა და დირექტორს ლექსო ხუბულავასა და ფონდს "ტასო" გადაეცემათ.
ჯობს.გე ერთ-ერთი ვებ-გვერდია, სადაც ქვეყნდება განცხადებები ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და ტენდერების შესახებ.
ფონდი "ტასო" შეიქმნა 2007 წელს, როგორც ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველო" ქალთა პროგრამის მემკვიდრე. ფონდი ქალთა მოძრაობის განვითარებაზე მუშაობს, როგორიცაა ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება და ქალთა საინიციატივო ჯგუფების, ორგანიზაციების ხელშეწყობა გენდერული ძალადობის დასაძლევად.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება 29 ოქრომბერს, 18:00 საათზე.
ცერემონიალს წლევანდელ ზრდასრულთა განათლების ფესტივალი დაასრულებს.