სხეულის მძიმე დამწვრობით წუხელ დამწვრობის ცენტრში 34 წლის ქალი მიიყვანეს.
შემთხვევა საჩხერის რაიონში მოხდა.
მან სხეულის დაზიანება ბუნებრივ აირზე დამონტაჟებული წყლის გამათბობლის აფეთქების შედეგად მიიღო.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ქალი ამ დრომდე დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.