მთაწმინდის პარკში ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" „მთაწმინდის პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები საქართველოს ყველა რეგიონიდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ჩეჩნური ფოლკლორული ცეკვები;
ფესტივალი დაიწყება გრანდიუზული აღლუმით, სადაც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება;
ფესტივალის ფარგლებში მთაწმინდის პარკში ხალხური ხელნაკეთების გამოფენა გაიმართება;
30-31 ოქტომბერს მთაწმინდის პარკის ატრაქციონებზე 20% იანი ფასდაკლება მოქმედებს, მთაწმინდის პარკის ავტობუსები კი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან პარკის მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.
ფესტივალი მთაწმინდის პარკში 31 ოქტომბერს 11.00 საათზე დაიწყება.