საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისის (პარლამენტის) ზედა პალატის - სენატის წევრს, უზბეკეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიკოსს ედვარდ რთველაძეს შეხვდა.
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, სადაც საქართველო-უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება ქართველი და უზბეკი ხალხების ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს დაეთმო, მათ შორის ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.