დღეს, 29 ოქტომბერს 10 საათიდან 18 საათამდე ისნის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება, რის მიზეზადაც "თელასში" დაბალი ძაბვის #5000 ცენტრალურ გამანაწილებელი პუნქტის ტრანსფორმატორზე კომპანია `თელასის" მიერ პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ასახეებენ.
"თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის(ნაწილობრივ), ავლაბარის, ურიცკის, აწყურის, ახვლედიანის, დოლაბაურის, ჭრელაშვილის, 300 არაგველის, ბოჭორმის, ისნის, მეტეხის, ნავთლუღის, შავი ზღვისა და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ისან-სამგორის რაიონის დაცვის პოლიციას, ისნის ბაზრობას, საქართველოს კონტროლის პალატას, ისან-სამგორის შ.ს.ს. სამმართველოს, ისნის რაიონის სასამართლოს, ისან-სამგორის პროკურატურას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურს. ამ ორგანიზაციებს დაგეგმილი გათიშვის შესახებ წინასწარ უკვე ეცნობათ.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.