ხვალ, 29 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოსთან მცირე მეწარმეთა საპროტესტო აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორების "კონსერვატორი" ლაშა ჩხარტიშვილის და "ხალხის პარტიის" წევრის ალეკო შალამბერიძის თქმით, აქციაში მონაწილეობას ლილოს ბაზრობის, თერგის (ე.წ. ვაგზლის) ბაზრობის, სავაჭრო ცენტრების - "კიდობნისა" და "პასაჟის" მოვაჭრეები, ასევე, გარემოვაჭრეები მიიღებენ.
აქციის მონაწილეები ფიქსირებული გადასახადების დაწესებას ითხოვენ, ხოლო დევნილები თბილისში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას.