დღეს "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა კახეთში კიდევ სამი რაიონული ორგანიზაცია დააფუძნა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რადიო "ჰერეთიდანს" აცნობეს. როგორც ნოღაიდელმა განაცხადა, "იმისთვის, რომ არჩევნები მოიგო ყველგან უნდა იყო".
"დღეს დავასრულეთ კახეთში რაიონული ორგანიზაციების დაფუძნება. შეხვედრებზე გამოიკვეთა არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა მონახაზი, თუმცა კონკრეტულად ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ამას მოგვიანებით გავაჟღერებთ. ახლი ეტაპი ის იქნება, რომ დაფუძნებული ორგანიზაციები უნდა მოძლიერდეს", - განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, მათი მთავარი მიზანი საპარლამენტო არჩევებისთვის მზადება და ხელისუფლების ძირეული ცვლა იქნება.
"ვიდრე სააკაშვილი იქნება ხელისუფლებაში, საქართველოს არც გაერთიანების და არც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები არ აქვს, ამიტომ ყველა არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას _ თბილისშიც და ლაგოდეხშიც", - განაცხადა ნოღაიდელმა.