შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გაეროში ამერიკის მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე ნომინირებული ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურა.
ლინდა თომას-გრინფილდს 18 სენატორი მიემხრო, 4 - წინააღმდეგ წავიდა.
ახლა უკვე გამოცდილი კარიერული დიპლომატის კანდიდატურის კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობით უნდა გაიმართოს.
ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება კენჭისყრა, რადგან სენატის ყურადღება ახლა მიპყრობილია ეკონომომიკის სტიმულირების ახალი პაკეტისა და დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხისკენ.
მანამდე ლინდა თომას გრინფილდის კანდიდატურის ირგვლივ გარკვეული შეშფოთება წარმოიქმნა. კომიტეტის კენჭისყრა ერთი დღით გადაიდო რესპუბლიკელი სენატორის ტედ კრუზის წინააღმდეგობის გამო, რომელიც თომას-გრინფილდის მიერ 2019 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ კონფუცის ცენტრში სიტყვით გამოსვლის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა.
კომიტეტის წამყვანი დემოკრატი და რესპუბლიკელი წევრებმა, ტედ კრუზის საპასუხოდ განაცხადეს, რომ თომას-გრინფილდის ათწლეულების დიპლომატიური მნიშვნელობა აჭარბებს ერთი კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობას.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ელჩმა თომას-გრინფილდმა კარგად იცის, თუ რა გამოწვევები გვაქვს ჩინეთის მთავრობისგან", - თქვა დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდეზმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაიკავა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი..
"მზად არ ვარ, ერთი სიტყვის გამო დავთმო ადამიანის მთელი კარიერა", - განაცხადა აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, მაღალი რანგის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა, რომელმაც მხარი დაუჭირა გრინფილდის კანდიდატურას.
"მას უნაკლო რეპუტაცია აქვს. ის კარგი ადამიანია, ვფიქრობ, ძალიან კარგიც", - დასძინა რიშმა.