ოკუპირებულ აფხაზეთში "ბიზნეს-ლედის 2010" კონკურსი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას "აფსიპრესი" ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, კონკურსი წელს პირველად საზოგადოებრივი ორგანიზაცია "აფხაზეთის საქმიანი ქალების" და ჟურნალ "Lady Boss" ორგანიზებით ტარდება.
კონკურში მონაწილეობას მიიღებენ ის ქალები, რომლებიც აფხაზეთში თავის საქმიანობაში წარმატებას მიაღწიეს, მათგან 10 ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების ვინაობა ჟურნალის "Lady Boss"ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდება.
კონკურსში გამარჯვებული კი SMS საშუალებით გამოვლინდება, ხოლო გამარჯვების დაჯილდოების ცერემონიალი სოხუმში დეკემბერში გაიმართება.