რკინიგზისა და საქალაქთასორისო ტრანსპორტის აღდგენა ჯერ არ იგეგმება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდე, თვალყურს მიადევნებენ ეპიდვითარებას და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ.
"ამ ეტაპზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირება და მისი აღდგენა არ არის დაგეგმილი. ჯერ ვსაუბრობთ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე. მაგრამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერ არ აღდგენა. შევაფასებთ 1 კვირაში ეპიდვითარებას და შევაფასებთ ამ შეზღუდვების შემსუბუქებას. უკვე 1 კვირის განმავლობაში გვექნება საშუალება ვითარებას დავაკვირდეთ და თუ ეს ვითარება გაუმჯობესდება, შემდეგი ნაბიჯები გადაიდგმევა უფრო სწრაფად", - განაცხადა ცქიტიშვილმა
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვები 8 და 15 თებერვლიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება.
8 თებერვლიდან გაიხსნება ღია ბაზრობები და ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
15 თებერვლიდან საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ამასთან, 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეში მუშაობას განაახლებენ.
აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შენარჩუნდება.