საქართველოს მოსახლეობაში დემოგრაფიული დაბერების პროცესი შეინიშნება, - ამის შესახებ ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიტიკურ პუბლიკაციაში "ქალი და კაცი საქართველოში".
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში, დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან, საქართველოს მოსახლეობამ არსებითი ცვლილებები განიცადა. მოსახლეობის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად შემცირდა ფართომასშტაბიანი მიგრაციული პროცესების შედეგად. ამას მოჰყვა სიკვდილიანობის და შობადობის მკვეთრი შემცირება
"ამჟამად, საქართველოს მოსახლეობაში შეინიშნება დემოგრაფიული დაბერების პროცესი: 2000 წლიდან 2020 წლამდე პერიოდში, 65 წლის და უფროსი ასაკის ქალების წილი ქალების მთლიან რიცხოვნობაში გაიზარდა დაახლოებით 22%-ით, მაშინ როცა მამაკაცებში იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაზრდილი", - აღნიშნულია პუბლიკაციაში.