მომღერალი ვალერია კონტრაბადის გადაზიდვის გამო ხაბაროვსკის აეროპორტში დააკავეს.
იაკუტსკის ავიახაზების თანამშრომელმა ჟან ბიტნესმა მომღერლის ადმინისტრატორისგან 120 კგ. ტვირთის გადატანის გამო 28 ათასი რუბლი მოითხოვა.
"აფერისტმა ჩვენ ტვირთზე არარსებული წონა დაგვიმატა. მან შანტაჟით ჩვენს ადმინისტრატოტს თანხა გადაახდევინა და ქვითრის გაცემა "დაავიწყდა", _ განაცხადა მომღერალმა.
მომღერალი ტვირთის უკანონო გადატანის გამო მილიციამ დააკავა, რის შემდეგაც მან და მისმა მეუღლემ მილიციას განცხადებით მიმართეს, სადაც ჟან ბიტნესი თანხის გამოძალვაში დაადანაშაულეს.