"ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტის გადაწყვეტილება საკუთარი ტყავის, ქონების და სტატუსის გადასარჩენად მიიღო, – ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მიერ მათთვის მანდატების შენარჩუნების მიუხედავად, ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას.
"პარლამენტი ერთპარტიულია, იქ ოპოზიცია არ შევა, ახალი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია, სახალხო პარლამენტები წინ გველოდება. ეს "ქოცები" თავიანთ სისულელეებსა და დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც უფრო მაღალ საფეხურებზე აიწევენ, უფრო მწარე იქნება დაცემის დროს გამოწვეული ტკივილი. ოლიგარქის რეჟიმმა არჩევნები გააყალბა, გამოიყენა ზეწოლის, ძალადობის, მოსყიდვის, ფალსიფიცირების, სახელმწიფო რესურსის ჩართვის კაცობრიობის ისტორიაში არნახული პრეცედენტები. ოპოზიცია, რომელიც მოქმედებს ხალხის ინტერესებით, არ გაურიგდება არავის, ის კვლავ არ აპირებს პარლამენტში შესვლას სანამ არ გამოცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. მათ ეს გადაწყვეტილება დღეს მიიღეს საკუთარი ტყავის, ქონების და სტატუსის გადასარჩენად", - განაცხადა ნათელაშვილმა.