29 იანვარს "ვოლვო კავკასიამ" რეგიონში კიდევ ერთი შოურუმი გახსნა და ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი ახლა უკვე ტაშკენტშიც ხელმისაწვდომია. ავტოცენტრი სრულად "ვოლვო ქარსის" სტანდარტებით აშენდა და მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, ეწვიონ შოურუმს და დაათვალიერონ სრული სამოდელო რიგი.
"ჩვენც ძალიან გვიხარია, რომ შვედური, მაღალტექნოლოგიური ბრენდის წარმომადგენლები ვართ უზბეკეთში და გვაქვს საშუალება, კიდევ ერთ ქვეყანაში შევუწყოთ ხელი უსაფრთხო საგზაო გადაადგილებას. გაგვიამრთლა, რომ გვიწევს ისეთ სანდო პარტნიორთან ურთიერთობა, როგორიცაა "პრემიუმ ავტო", რომელიც "ვოლვო ქარსის" ოფიციალური დილერია უზბეკეთში", - განაცხადა "ვოლვო კავკასიის" გენერალურმა მენეჯერმა გაგა კოხრეიძემ.
"ვოლვო ქარსი" ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და უსაფრთხოების კუთხით მოწინავე ბრენდია, რომლის იმპორტიორი კომპანია 2019 წლიდან "ვოლვო კავკასიაა". ამჟამად ვოლვო კავკასია წარმოდგენილია სადილეროებით რეგიონის ოთხ ქვეყანაში: საქართველოში, სომხეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში, სადაც ავტომობილების მიწოდება საქართველოდან ხდება.