თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი საქართველს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უბრუნდება. ავიაკომპანია, რამდენიმე თვის განმავლობაში დაწესებული რეგულაციების ფონზე, თურქეთსა და საქართველოს შორის მხოლოდ ჩარტერულ რეისებს ასრულდებდა.
"11 თებერვლიდან პეგასუსი თბილისიდან სტამბულის მიმართულებით ყოველდღე იფრენს‼️ ეს სიახლე საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ უფრო მეტი დანიშნულების ქალაქი - ახლა უკვე გაცილებით მოქნილი გრაფიკით!
თბილისიდან სტამბულისკენ - 57 ევროდან, თბილისიდან სტამბულის გავლით, თურქეთის ქალაქებზე - 43 ევროდან, სხვა ტრანზიტულ მიმართულებებზე 88 - ევროდან.
ავიაბილეთების დასაჯავშნად და სამოგზაურო რეგულაციებზე კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით: ნომერზე 0322400040 ან მოგვწერეთ ფეისბუქის საშუალებით", - აღნიშნულია Pegasus Airlines-ის ოფიციალურ სავაჭრო აგენტ კომპანია GASA-ს (გასა) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.