საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს
საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების შედეგებსა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმას საზოგადოებას გააცნობს.
ამის შესახებ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის თავჯდომარემ იური ვაზაგაშვილმა საზოგადოებრივ დარბაზში "ჯაზუ" განაცხადა.
მისივე განცხადებით, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი თანამოაზრე ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
ჭადრაკის სასახლეში მოწვეული იქნებიან ოპოზიცური პარტიები, არასამთავროები ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები.
გეგმას საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფი 29 ოქტომბერს, 16:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში წარადგენს.