თურქეთის ხელისუფლება ქვეყანაში სამეცნიერო აზროვნების განვითარებაზე ფსონებს დებს. მხოლოდ ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო პლატფორმის ფარგლებში (COVID-19), რომელიც ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით სამეცნიერო და ტექნიკური კვლევითი საბჭოს (TÜBİTAK) მიერ ჩამოყალიბდა, ვაქცინების და წამლების შემუშავების მიზნით სულ 17 პროექტი ხორციელდება.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, აღნიშნულ პროექტებში 437 თურქი მეცნიერი და სპეციალისტი მონაწილეობს.
სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე, რომლის თანახმად, თურქეთი ამჟამად მესამე ქვეყანაა აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავების რაოდენობით.
ერდოღანის თქმით, სამი თურქული COVID-19-ის ვაქცინა მზად არის მოხალისეებზე ტესტირების ბოლო რაუნდისთვის.