“წლებია საუბრობენ რევოლუციაზე. ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა.
“წლებია საუბრობენ რევოლუციაზე. რა თქმა უნდა, მე ვიტყვი, რომ სისულელეა, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება, ჩვენს ჩვენს მოვალეობას შევასრულებთ ყოველთვის. ხელისუფლების ცვლილება რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ყოველთვის არჩევნებით და არა რევოლუციით. ამაზე ნურც იოცნებებენ“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.