საქართველოში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს.
ამის შესახებ ნათქვამია "IRI"-ს კვლევაში, რომელიც საქართველოში აშშ-ის მთავრობისა და USAID-ს შეკვეთით ჩატარდა.
კითხვაზე - ვინ მოაგვარებს ყველაზე კარგად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, გამოკითხულთა 49%-ს მიაჩნია, რომ ეს მიხეილ სააკაშვილი იქნება, ხოლო 5% გიორგი თარგამაძეს, 3-3% შალვა ნათელაშვილს და ირაკლი ოქრუაშვილს ერგოთ, 2% კი ირაკლი ალასანიას.
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მაში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო.