საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მუშაობას დადებითად 77% აფასებს, ხოლო უარყოფითად 18%.
ამის შესახებ ნათქვამია "IRI"-ს კვლევაში, რომელიც საქართველოში აშშ-ს მთავრობისა და USAID-ს შეკვეთით ჩატარდა.
ამასთან, კითხვაზე - ვინ მოაგვარებს ყველაზე კარგად უმუშევრობის პრობლემას?
გამოკითხულთა 51% მიაცნია, რომ აღნიშნულ პრობლემას ყველაზე კარგად მოქმედი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოგვარებს, ასევე გამოკითხულების 7% მიაჩნია, რომ ასეთი ადამიანი გიორგი თარგამაძეა, შალვა ნათელაშვილი - 5% და ირაკლი ალასანია - 2%.
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მაში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო. კვლევა აშშ-ს მთავრობისა და USAID-ს შეკვეთით ჩატარდა.