პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი 2010 წლის ბიუჯეტის პროექტს დეკემბრის დასაწყისში დაამტკიცებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივით დღეს ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, პროექტის განხილვა შეუფერხებლად მიმდინარეობს და პარლამენტში შეძლებს, ბიუჯეტი დაამტკიცოს არა დეკემბრის ბოლოს, როგორც წინა წლებში ხდებოდა, არამედ დეკემბრის დასაწყისში.
დეკემბერში სასესიო კვირა უწევს სწორედ დეკემბრის პირველ რიცხვებში. შესაბამისად, 2010 წლის ბიუჯეტი ამ პერიოდში დამტკიცდება