პოლიტიკურ პარტიების რეიტინგში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კვლავ პირველი ადგილი უკავია.
"IRI"-ის მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, კითხვაზე - შემდეგ კვირას რომ, არჩევნები იყოს რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
გამოკითხულთა 42% "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დასახელა, "ქრისტიან-დემოკრატებს" 11% დაუჭირა მხარი, "ლეიბორისტულ პარტიას" - 4%-მა და "ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატებს" - 1%-მა. დანარჩენ პოლიტიკურმა პარტიებმა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს.
ამასთან, გამოკითხულთა 13% აცხადებს, რომ არცერთ პარტიას არ დაუჭერს მხარს, ხოლო 23% პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მაში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო. კვლევა აშშ-ს მთავრობისა და USAID-ს შეკვეთით ჩატარდა.