ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15 საათზე გამართავენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება.
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბი საქართველოში მოთამაშეების სასელექციო შეკრებას 25 იანვარს შევარდენზე შეუდგა. უშუალო შეკრება კი თვის ბოლოს დაიწყება, რა დროსაც ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდება.
სასელექციო შეკრებაზე მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა 22 მორაგბეს უხმო, თუმცა ვინ მოხვდება ამ მორაგბეებიდან რუსეთთან გასამართი მატჩის წინა შეკრებაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტში და ნოემბერში).