ბუნებრივი კატაკლიზმებისა და კატასტროფების შედეგად, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება, ბოლო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში 410 ათასი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო უპრეცენდენტო ექსტრემალური კლიმატური მოვლენების მოწმეა.
"მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში 11 ათასზე მეტი სტიქიური უბედურება მოხდა, რომელიც უამინდობას, კლიმატურ და წყლის ფაქტორებს უკავშირდება“, - განაცხადა გუტერეშმა.
გაეროს გენერალური მდივნის განცხადები, ამ კატასტროფებთან დაკავშირებით 3,6 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა.
"ამინდის ექსტრემალურ პირობებთან და კლიმატთან დაკავშირებულმა კატასტროფებმა 410 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი უმეტესობა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში მოხდა", - აღნიშნა გუტერეშმა.
გუტერშმა ასევე აღნიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიისგან მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მსოფლიოს ტრილიონობით დოლარი დასჭირდება.