საქართველოს მოსახლეობის ყველაზე მაღალი ნდობა ეკლესიას აქვს.
"IRI"-ს მიერ ჩატარებულ კვლევის მიხედვით, ინსტიტუციების მიმართ ყველაზე მაღალი ნდობით 92%-ით საქართველოში კვალავ ეკლესია ლიდერობს, მას მოჰყვება ჯარი - 87% და პოლიცია - 84% მოჰყვება.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა შორის ქართული მედიის სანდოობა მაღლია და 64%-ს შეადგენს, ასევე პრეზიდენტის ოფისის სანდოობა მოსახლეობაში 65%, მინისტრთა კაბინეტი - 62%, პარლამენტი - 62% და სასამართლო 49%-ია.
გამოკითხვა საქართველოში 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მაში მონაწილეობა 1500 ადამიანმა მიიღო. კვლევა აშშ-ს მთავრობისა და USAID-ს შეკვეთით ჩატარდა.