შეერთებული შტატების სენატმა არმიის გადამდგარი გენერალი, ლოიდ ოსტინი თავდაცვის მდივნად დაამტკიცა.
ლოიდ ოსტინის კანდიდატურამ სენატში ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა. მას 93 სენატორი მიემხრო, წინააღმდეგ მხოლოდ 2 სენატორი წავიდა.
ლოიდ ოსტინი პირველი შავკანიანია ამერიკის ისტორიაში, რომელიც თავდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. მანამდე მისი კანდიდატურა წარმომადგენელთა პალატამაც დაამტკიცა. კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო პირის პენსიაზე გასვლიდან 7 წელი არ გასულა, მის კანდიდატურაზე თანხმობა კონგრესის ორივე პალატამ უნდა გასცეს.
ლოიდ ოსტინი 2013-2016 წლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას მეთაურობდა.
მანამდე სენატმა ჯო ბაიდენის კაბინეტის კიდევ ერთ წევრი ავრილ ჰეინესი ეროვნული დაზვერვის დირექტორად დაამტკიცა.