შეერთებული შტატების სენატმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ნომინირებული ავრილ ჰეინესი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დაამტკიცა.
ჰეინესის კანდიდატურას მხარი 84-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ 10 წავიდა.
ავრილ ჰეინესი პირველი ქალი იქნება ამერიკის ისტორიაში, რომელიც ამ თანამდებობაზე იმუშავებს.
2013-2015 წლებში ჰეინსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო, შემდეგ კი პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.